Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- პროექტი 'ბუნების მოვლა და გაფრთხილება'
ამ კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს სტანდარტების შესაბამისად სწორად დაგეგმილი პროექტი. სასწავლო პროცედურები ისე უნდა გავწერო, რომ სწორად ასახავდეს მიზანს. მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რის შედეგადაც მოსწავლე ხდება ფაქტების მომძიებელი,კრეატიული, თვითრეგულირებული.ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ არის საუკეთესო რესურსი,გზამლვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტის განხორციელებაში.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის ფასილიტაციის პრეზენტაცია. საპროექტო სწავლებაში ჩავრთავ ყველა ტიპის მოსწავლეებს,რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლოს უნარ- ჩვევებისა და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება.პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, May 6, 2016

მე-7 დღე



ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. შევქმენით მოსწავლის შეფასების რუბრიკა.აღვწერეთ შეფასების მეთოდები.შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განვათავსეთ ბლოგზე და კოლეგას შეუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით.

Sunday, April 24, 2016

მე-6 დღე

ამ მოდულმა დამაფიქრა იმაზე, თუ როგორ შეიძლება გამოვიყენო ტექნოლოგიები სწავლის პროცესის ხელშეწყობისათვის და შეფასებისთვის, კერძოდ შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი, რაც საშუალებას მომცემს შევძლო მოსწავლის ნაშრომის შეფასება, ჩეკლისტი დახმარებას გაუწევს მოსწავლეს რომ შეძლოს თვითშეფასება.

Saturday, April 23, 2016

მე-5 დღე


ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს სწავლის პროცესზე. დღეს ბლოგზე განვათავსე პროექტის პრეზენტაცია. კოლეგის პროექტის პრეზენტაცია შევაფასე შეფასების რუბრიკის გამოყენებით.შევძელი მისთვის მიმეცა განმავითარებელი კომენტარი. ვისწავლე bukmark-ის გამოყენება, რაც დამეხმარა დავიმახსოვრო საჭირო საიტები და სწრაფად შევძლო მათი გამოყენება. გავეცანით სხვადასხვა საძიებო სისტემებს. განვიხილეთ საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობა, ვისაუბრეთ მოსწავლეებისთვის მათი გაცნობის აუცილებლობაზე.

Sunday, April 17, 2016

მეოთხე დღე

ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა განმავითარებელი შეფასების სხვადასხვა მეთოდები. განვიხილეთ შეფასების ხუთი სტრატეგია, რომელიც დამეხმარება მოსწავლეს შევუმოწმო წინარე ცოდნა , მეტაკოგნიცია, თანამშრომლობის უნარი, პროგრესის მონიტორინგი.გავაკეთე ჩემი  პროექტის პრეზენტაცია.

Saturday, April 16, 2016

მესამე დღე

მესამე დღე
ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა სტანდარტების მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების გამოყენება.
სტანდარტებისა და ინდიკატორების გათვალისწინებით შევადგინე პროექტის გეგმა, გამოვიყენე 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ბლუმის განახლებული ზმნები.
ვიმუშავე მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე, რომელიც მოახდენს მოსწავლეების გამოწვევას.

Sunday, April 10, 2016

მეორე დღე


ამ მოდულმა გარკვეული თვალსაზრისით დამაფიქრა ჩემს როლზე სასწავლო ღონისძიებების დაგეგმვის პროცესში.უნდა შევარჩიო პროექტის თემა. დაგეგმვისას გავითვალისწინო ისეთი აქტივობები, რომლებიც მოსწავლეებს განუვითარებს სხვადასხვა სააზროვნო უნარებს, კვლევა- ძიების უნარებს. შევქმენით პუბლიკაცია პროექტებით სწავლებაზე,აგრეთვე შევქმენით საკუთარი ბლოგი. შევარჩიეთ სურათები.