Monday, May 9, 2016

მე-9 დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო- პროექტი 'ბუნების მოვლა და გაფრთხილება'
ამ კურსის მეშვეობით მიღებული ცოდნიდან სწავლის პროცესზე ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს სტანდარტების შესაბამისად სწორად დაგეგმილი პროექტი. სასწავლო პროცედურები ისე უნდა გავწერო, რომ სწორად ასახავდეს მიზანს. მოსწავლეებს განვუვითარო 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, რის შედეგადაც მოსწავლე ხდება ფაქტების მომძიებელი,კრეატიული, თვითრეგულირებული.ელექტრონული წიგნი პროექტებით სწავლების შესახებ არის საუკეთესო რესურსი,გზამლვლევი, რომელიც დამეხმარება მომავალი პროექტის განხორციელებაში.

Sunday, May 8, 2016

მე-8 დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით.მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის ფასილიტაციის პრეზენტაცია. საპროექტო სწავლებაში ჩავრთავ ყველა ტიპის მოსწავლეებს,რათა მოსწავლეებმა დამოუკიდებლად შეძლოს უნარ- ჩვევებისა და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება.პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილებები.

Friday, May 6, 2016

მე-7 დღე



ეს მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები. შევქმენით მოსწავლის შეფასების რუბრიკა.აღვწერეთ შეფასების მეთოდები.შევიტანეთ ცვლილებები პროექტის გეგმაში.მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განვათავსეთ ბლოგზე და კოლეგას შეუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი პორტფოლიოს რუბრიკის მიხედვით.